MAFIA!
Completed
MAFIA!
რა მოხდება თუ გადარჩენისთვის ბრძოლისას ყველაზე სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდები? შეძლებს კი 17 წლის იზაბელა თავი დაიხსნას მაფიის ბოსისგან, რომლისთვისაც ფასი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს?! ობოლი გოგონა და ცივსისხლიანი მაფიოზი. სად გადაიკვეთება მათი გზები? იქნებ სიყვარულია ის გრძნობა, რითაც შეიძლება დაავადებული გულის განკურნება?!
Mafia·ni_ni08
count64,096
*Chapter 3 and beyond require watching ads to unlock.
Synopsis
რა მოხდება თუ გადარჩენისთვის ბრძოლისას ყველაზე სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდები? შეძლებს კი 17 წლის იზაბელა თავი დაიხსნას მაფიის ბოსისგან, რომლისთვისაც ფასი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს?! ობოლი გოგონა და ცივსისხლიანი მაფიოზი. სად გადაიკვეთება მათი გზები? იქნებ სიყვარულია ის გრძნობა, რითაც შეიძლება დაავადებული გულის განკურნება?! Show more
Chapter 1

1.იზაბელა მორეტი
ასაკი:17

2.დემიენ მორეტი
ასაკი:23

3.სოფი მორეტი
ასაკი:5

4.ვივიენ რიჩი
ასაკი:18

5.ადრიან რიჩი
ასაკი:23

6.მარკ გრეკო
ასაკი:25

7.ლუკას რომანო
ასაკი:26



8.ლუი რომანო
ასაკი:25


9.სარა რომანო
ასაკი:19

______________________________________
გამარჯობა, ახალი ვარ და იმედია ვინმე მაინც წაიკითხავს. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ამ ფიკთან დაკავშირებით. როგორ მოგწონთ? ღირს გაგრძელება?

Continue Readingmore

All Chapters

პროლოგი
lock

1.იზაბელა მორეტი
ასაკი:17

2.დემიენ მორეტი
ასაკი:23

3.სოფი მორეტი
ასაკი:5

4.ვივიენ რიჩი
ასაკი:18

5.ადრიან რიჩი
ასაკი:23

6.მარკ გრეკო
ასაკი:25

7.ლუკას რომანო
ასაკი:26



8.ლუი რომანო
ასაკი:25


9.სარა რომანო
ასაკი:19

______________________________________
გამარჯობა, ახალი ვარ და იმედია ვინმე მაინც წაიკითხავს. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ამ ფიკთან დაკავშირებით. როგორ მოგწონთ? ღირს გაგრძელება?

1
lock

-გთხოვ არ გინდა! ეს არ გააკეთო!-მუხლებზე დამხობილი ემუდარებოდა გოგონა ბიჭს.

-ნუთუ, სანაცვლოდ რისი შემოთავაზება შეგიძლია?-ეშმაკური ღიმილით ეუბნება ბიჭი მის ფეხებთან დაჩოქილ გოგონას.

-მ..ე ა..არ ვიცი, არაფერი გამაჩნია.

-შენს სხეულზე რას იტყვი პატარავ-სატანისებური ღიმილით უთხრა გოგონას, რასაც მისი მწარედ აქვითინება მოჰყვა. თავი ასე შეურაწყოფილად არასოდეს უგრძვნია, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა თუ იმას არ გააკეთებდა რასაც ეტყოდნენ მისი ძმა მოკვდებოდა, ამას კი ვერ დაუშვებდა.

-კ..არგი-ძლივს ამოისლუკუნა გოგონამ.

-ვერ გავიგე!-დაუყვირა ბიჭმა, რამაც გოგონას ისედაც აცახცახებული სხეული უფრო მეტად აათრთოლა.

-თა..ნახ..მა ვარ-ტირილით წარმოთქვა ეს სიტყვები გოგონამ, ბიჭმა კი კმაყოფილი ღიმილით დააჯილდოვა საწყლად მოკუნტული, პატარა სხეული, რომელსაც ცრემლები ახრჩობდა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ერთი კვირით ადრე:

სიზმრების სამყაროდან გოგონა მაღვიძარას ხმას გამოჰყავს, ძალიან არ უნდა ახლა თბილი საწოლიდან ადგომა და სკოლაში წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. გაჭირვებით რთავს მაღვიძარას და ფრთხილად გადმოდის ლოგინიდან, ზლაზვნით მიდის აბაზანისკენ ყოველდღიურ რუტინას იტარებს, სკოლის ფორმას იცმევს და სამზარეულოში მიდის საუზმის მოსამზადებლად. სანამ მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ არ უწევდა დილით ადრე ადგომა და თავისი და-ძმის მოვლა, მაგრამ ახლა ის მარტოა, მშობლები 1 წლის წინ ავტოკატასტროფაში დაკარგა, დღემდე ვერ გაარკვიეს რა მოხდა, ზოგი ამბობს რომ უბედური შემთხვევა იყო, ზოგი კი შურისძიების მოტივსაც არ გამორიცხავს. კლარა და დეივიდ მორეტები დიდ ბიზნესს ფლობდნენ და შვილებსაც არაფერს აკლებდნენ, 1 წლის წინ კი მათი კომპანია გაკოტრდა, ცოტახანში კი ავარიაც მოხდა. ვერავინ გაიგო რა იყო კომპანიის ჩაძირვის მიზეზი, პოლიცია სხვადასხვა მიზეზებს განიხილავდა, მაგრამ ბოლოს ამ საქმეს შეეშვნენ, ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს, ნელ-ნელა კი დავიწყებას მიეცა მორეტების იდუმალებით მოცული ამბავი. დემიენი იზაბელა და სოფი უპატრონოდ დარჩნენ. იზაბელას და სოფის პოლიცია თავშესაფარში გაგზავნას უპირებდა, მაგრამ დემიენმა მეურვეობა თავის თავზე აიღო, იმის შემდეგ კი ყველაფერს აკეთებს პატარა დების დასახმარებლად. იზაბელა ჯერ კიდევ სწავლობს, ამავდროულად მიმტანად მუშაობს რომ სწავლისთვის დანაზოგი ჰქონდეს და თავის ძმას ტვირთად არ დააწვეს. დემიენი რაღაც ბიზნესშია ჩართული თავის მეგობრებთან ადრიანთან და მარკთან ერთად, ცდილობს იმდენი ფული იშოვოს რომ მისმა დებმა უზრუნველად იცხოვრონ. სახლში იშვიათადაა, ამიტომ პატარა სოფის მოვლა იზაბელას ხარჯზეა.

იზაბელამ როგორციქნა გაამზადა საუზმე, საათს რომ დახედა უკვე რვა სრულდებოდა ამიტომ სოფის საძინებლისკენ გაემართა, კარი ფრთხილად შეაღო, ოთახში ჯერაც სიბნელე იყო გამეფებული, სოფი კი მშვიდად ფშვინავდა, ისე არ უნდოდა იზაბელას პატარასთვის სიმშვიდე დაერღვია მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გაეღვიძებია. ფარდები ნელა გადაწია და ოთახი მზის სხივებით აავსო, პატარა მოულოდნელი სინათლისგან შეიშმუშნა მაგრამ ისევ მშვიდად ფშვინვა განაგრძო, გოგონა სოფის მიუახლოვდა და ფრთხილად დაუწყო გაღვიძება. პატარამ ნელა გაახილა თვალები, საყვარელი დის დანახვაზე კი გაიღიმა და ლოყაზე კოცნა დაუტოვა.

-სოფი უკვე უნდა ადგე, თორემ ბაღში დავაგვიანებთ.-ღიმილით უთხრა და ლოყაზე აკოცა გოგონას. სოფი სწრაფად წამოხტა ლოგინიდან და სააბაზანოში გაიქცა, იქიდან ხუთ წუთში მომზადებული გამოვიდა და საყვარლად გაიღიმა.

-დაიკო მშია!-თვალების ციმციმით შეჰყვირა უფროს დას.

-წამოდი ჩემო პატარა, შენი საყვარელი შოკოლადიანი ბლინები გავაკეთე.

-მალთლააა?-საყვარლად მოიჩლიფა ენა და ბედნიერი სახით შეხედა იზაბელას.

-კი ჩემო ლამაზო, წამოდი ახლა ვჭამოთ თორემ გაგვიცივდება.-გოგონას ფუმფულა ლოყები ჩაუკოცნა და სამზარეულოსკენ წავიდნენ. სოფი გემრიელად მიირთმევდა ბლინებს და თან საყვარლად ტიტინებდა.

-იზი, ძამიკო სად არის?-მოულოდნელად დასვა კითხვა სოფიმ.

-სამსახურშია პატარავ, გუშინ არ მოსულა ალბათ ბევრი საქმე აქვს.-იზაბელას ძალიან აწუხობდა ბოლო დროს ძმის ასეთი ქცევა, ადრე ყოველდღე მათ გვერდით იყო ახლა კი კვირში 3-4-ჯერ თუ ნახავს ისიც საღამოს, როცა სახლში დასაძინებლად გადაღლილი მოდის, მაგრამ რას იზავს დემიენი მათ გამო მუშაობს.

-დაასრულე პატარავ?

-კი, წავიდეთ.-საყვარლად გაუღიმა დას.

-კარგი ჩემო სიცოცხლე. გინდა დღეს ნაყინის საჭმელად წავიდეთ?

-კი კი კი მინდა! წავიდეთ და ბევრი ნაყინი ვჭამოთ.-აღტაცებით დაიწყო საუბარი სოფიმ.

იზაბელამ ქურთუკი და ჩანთა აიღო, სახლის კარები საგულდაგულოდ დაკეტა და ავტობუსის გაჩერებისკენ დაიძრა. კიდევ კარგი ავტობუსი მალე მოვიდა და ამ ყინვაში დიდხანს ლოდინი არ დაჭირდათ. იზაბელამ სოფი ბაღში დატოვა შემდეგ კი ფეხით დაიძრა სკოლისაკენ. ნახევარი საათის გზაა, ტაქსის ფული კი არ აქვს. როგორც ჩანს დღესაც დააგვიანებს. მალე ცხრა შესრულდება მას კი გზის ნახევარიც კი არ აქვს გავლილი. სკოლაში თხუთმეტი წუთის დაგვიანებით მივიდა, სულ გათოშილი იყო ყინვისაგან. იცოდა რომ მასწავლებელთან ჩხუბი არ აცდებოდა დაგვიანების გამო, მაგრამ მაინც თამამად შეაბიჯა საკლასო ოთახში.

-გამარჯობა და ბოდიში დაგვიანებისთვის.-თავჩახრილმა ჩაიბუტბუტა ძლივს გასაგებად.

-მერამდენედ აგვიანებთ ქალბატონო იზაბელა!-მკაცრად მიუგო შუახნის ქალმა.

-ბოდიში, მეტჯერ არ განმეორდება.

-ყოველჯერზე ეგ მესმის! ახლა კი დაჯექი შენს ადგილზე!-თითქმის ყვირილით წარმოთქვა ეს სიტყვები ქალმა. იზაბელა კი თავჩახრილი გაემართა თავის ადგილისაკენ და მის მეგობარს მიუჯდა გვერდით.
-----------------------------------------------------------
ესეც პირველი ნაწილი. გთხოვთ დაავოუთეთ!❤

2
lock

ვივიენი და იზაბელა ბავშვობიდან მეგობრობენ. ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ და თუ რომელიმე გასაჭირშია არაფერს არ დაინენებენ ერთმანეთისთვის. მათი მშობლები კლარა და ნატალი ახლო მეგობრები იყვნენ, ერთად უძღვებოდნენ ბიზნესს. კლარას გარდაცვალების შემდეგ ნატალიმ ბევრჯერ ცადა მეგობრის შვილებს დახმარებოდა, მაგრამ ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზე მათგან უარი მიიღო. ამის გამო ძალიან წუხდა რიჩების ოჯახი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

-იზი, როგორ ხარ?-ფრთხილად ჰკითხა ქერა, ლამაზი შესახედაობის გოგონამ.

-კარგად, შენ?-აკანკალებული ხმით მიმართა სიცივისაგან გალურჯებულმა იზაბელამ.

-იზი არ ხარ კარგად, მე მაინც ნუ მომატყუებ!-მართალია იზაბელა კარგად არ იყო, პატარაობიდანვე ცუდად მოქმედებს მასზე ხმამაღალი საუბარი, როდესაც ვინმე მის ირგვლივ ხმას უწევს მაშინვე კანკალი ეწყება და ხშირად ტირის კიდეც.

-არაუშავს გამივლის.-თავს ძალა დაატანა და მეგობარს გაუღიმა, საპასუხედ კი ჩახუტება მიიღო.

-სულ გაყინული ხარ! რა გჭირს?-აღელვებულმა ჰკითხა მეგობარს.

-არაფერია, ფეხით მოვედი და შემცივდა.-მშვიდად უპასუხა იზაბელამ.

-ამ ყინვაში ფეხით რამ წამოგიყვანა, ტაქსით წამოსულიყავი!-მკაცრად მიუგო ვივიენმა.

-ფული არ მქონდა.-თავჩახრილმა უპასუხა და თვალიდან გადმოგორებული ცრემლი სწრაფად მოიშორა. ვივიენს გულში რაღაც ჩასწყდა, უნდოდა ეთქვა რომ ფულს მისცემდა, მაგრამ იცოდა ამაზე იზაბელას როგორი რეაქციაც ექნებოდა, ამიტომ ხელზე ხელი მოჰკიდა და ხმისამოუღებლად განაგრძო მასწავლებლის მოსმენა. იზაბელასთვის საშინლად დაიწყო დილა, მაგრამ უკვე მიეჩვია თითქმის ყოველი დღე მისთვის ერთნაირია. მთელი გაკვეთილი ჩუმად იჯდა და ფანჯარაში მოფარფატე ფიფქებს შესცქეროდა. ზარის დარეკვის შემდეგ უემოციოდ აკრიბა თავისი ნივთები და კაფეტერიისკენ დაიძრა ვივიენთან ერთად. გზაში ითანი შეხვდა სკოლის პოპულარული ბიჭი, რომლისაც ყველას ეშინია ამბობენ რომ მამამისი ცუდ საქმეებშია ჩართული, მაგრამ იზაბელა არასდროს დაინტერესებულა მისი ოჯახითა და თვით ითანითაც კი.

-საით გაგიწევიათ ლამაზმანებო?-გამაღიზიანებელი ტონით მიმართა ითანმა გოგონებს, ვივიენმა თვალები გადაატრიალა და ის იყო მის გალანძღვას აპირებდა, იზაბელას სიტყვებმა შეაჩერა:

-არ ღირს მისნაირი იდიოტების გამო ნერვების მოშლა!

-ანუ იდიოტი ვარ? იცოდე მაგ სიტყვებს განანებ!-სიბრაზისგან გაწითლებულმა ითანმა კბილებში გამოსცრა, გოგონები კი უსიტყვოდ გაეცალნენ იქაურობას.

-იზ, გინდა დღეს სასეირნოთ გავიდეთ?-აღტაცებით ჰკითხა მეგობარს და თან ერთ-ერთ მაგიდასთან ადგილი დაიკავა.

-დღეს ვერა, სოფის დავპირდი რომ ნაყინის საჭმელად წავიყვანდი.-დანანებით წარმოთქვა იზიმ.

-კარგი რა გაეწყობა.-გულისწყვეტით თქვა ვივიენმა და ლანგარზე დაწყობილ საკვებს შეექცა. მალევე ზარიც დაირეკა, ახლა მათემატიკა ჰქონდა ყოველთვის უჭირდა ეს საგანი. სანამ მისი ძმა ეხმარებოდა კარგად სწავლობდა, ახლა კი მუდმივად საყვედურს იღებს. დღესაც არ იყო გამონაკლისი, დავალების არ ქონის გამო დაბალი შეფასება მიიღო. ძლისვს დასრულდა მტანჯველი გაკვეთილები, ვივიენს დაემშვიდობა და ბედნიერი წავიდა სოფის გამოსაყვანად. ისევ ფეხით მოუწია სიარული, სანამ დანიშნულების ადგილზე მიაღწია სიცივისგან სულ გალურჯდა. სოფი უკვე გამოწყობილი ელოდა კარებთან, ერთი სული ჰქონდა ნაყინი ეჭამა, მართალია ზამთარია მაგრამ არაფერი დაშავდება თუ იშვიათად გასინჯავს.

-როგორი იყო ბაღში ჩემო პრინცესა?-ღიმილით ჰკითხა წასასვლელად გამზადებულ სოფის.

-ძალიან კარგი იყო. იცი როგორ გავერთეე? მე და შარლოტამ ბევრი ვითამაშეთ და კიდევ ვხატეთ. დაიკო წავიდეთ რა! ნაყინი მინდა.-აღტაცებით დაიწყო ტიტინი სოფიმ, იზაბელას გაეცინა პატარა დის ასეთ მოუთბენლობაზე, ფუნფულა ლოყებზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა. ეს იდილია ტელეფონის ზარმა გააწყვეტია, ტელეფონს დახედა და ძალიან არ ესიამოვნა დასვენების დღეს უფროსის ზარი.

ზარი:

-იზაბელა ახლავე უნდა მოხვიდე!-მკაცრი იყო უფროსის ხმა.

-კიმაგრამ დღეს ვისვენებ.-დარდიანი ხმით ძლივს გასაგებად ამოილუღლუღა გოგონამ.

-არ მაინტერესებს! დღეს მნიშვნელოვანი ხალხი მოდის და ბევრი პერსონალი დაგვჭირდება. ნახევარ საათში აქ იყავი!

ზარის დასასრული.

იზაბელამ არ იცოდა რა ექნა, რომ არ წასულიყო სამსახურს დაკარგავდა, რაც ნამდვილად არ აწყობდა, თუ წავიდოდა სოფი ვინმესთან უნდა დაეტოვებია. მოულოდნელად დემიენი გაახსენდა სწრაფად აკრიფა მისი ნომერი და ზარი გაუშვა, ერთი...ორი...სამი...ოთხი...არ პასუხობს კიდევ სცადა ახლა კი გამორთული ჰქონდა, ასე არასდროს იქცევა როგორი მნიშვნელოვანი საქმეც არ უნდა ჰქონდეს იზაბელას ყოველთვის პასუხობს. იზიმ ახლა დემიენის მეგობრებთან სცადა დარეკვა, მაგრამ არც მათ არ უპასუხეს. გამოუვალ მდგომარეობაში იყო, სოფის ვერავის ვერ დაუტოვებდა, სხვა გზა არ ჰქონდა ისიც თან უნდა წაეყვანა.

-სოფი პატარავ, ბოდიში დღეს ვერ წავალთ.-ნაღვლიანი თვალებით შეხედა დას.

-კარგი რა! შენ ხომ დამპირდი.-სოფიმ ტირილი დაიწყო და უფროს დას გაუბრაზდა.

-ჩემო ფერია ნუ ტირი გთხოვ, გეფიცები ხვალვე წავიდეთ ნაყინის საჭმელად დღეს კი ბევრ შოკოლადს გიყიდი, ახლა კი უნდა წამომყვე ოღონდ წყნარად უნდა იყო და ხელი არავის შეუშალო.-მშვიდად დაარიგა პატარა და.

-კარგი.-გაბუტულმა უთხრა და ხმისამოუღებლად გაჰყვა იზაბელას.
-----------------------------------------------------------
დაავოუთეთ❤

3
lock


ნახევარ საათში უკვე სამსახურში იყო იზაბელა. მისვლისთანავე უფროსის კაბინეტისაკენ დაიძრა რათა ნებართვა აეღო სოფის შენობაში ყოფნაზე. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ ნელა შეაღო.

-გამარჯობა, შეიძლება ჩემი და აქ იყოს სანამ მუშაობას დავასრულებ? ხელს არავის არაფერში არ შეუშლის.-ხმისკანკალით ჰკითხა უფროსს. კაცმა მკაცრად შეათვალიერა გოგონა და მობეზრებული ხმით უთხრა:

-კარგი, მაგრამ თუ რამეს დააშავებს შენ აგებ პასუხს!

-არაფერს დააშავებს გპირდებით.-უფროსის პასუხისგან გახარებულმა წარმოთქვა.

-კარგი ახლა წადი, სტუმრები მალე მოვლენ, იცოდე ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. რასაც გეტყვიან უსიტყვოდ შეასრულებ!-თავიდან მშვიდი ტონი ბოლოში გაამკაცრა შუახნის კაცმა. იზაბელა სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან და პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა, თანამშრომლებს მიესალმა და ჯერ კიდევ გაბუტულ სოფის ლოყაზე აკოცა.

-ჩემო პრინცესა, ახლა მე უნდა წავიდე შენ კი აქ დამელოდე და არსად წახვიდე, კარგი?-ღიმილით მიმართა პატარას. სოფიმ მხოლოდ მსუბუქად დაუქნია თავი და იქვე სკამზე ჩამოჯდა. იზაბელამ სწრაფად ჩაიცვა მიმტანის ფორმა და თანამშრომლებს შეუერთდა.

-გოგოებო იცით რა სიმპატიური სტუმრები გვყავს?-აღტაცებით დაიწყო ჭორაობა ერთერთმა.

-ხოო, გავიგე რომ მდიდრები არიან, თან ზედმეტად სექსუალურები.-დაეთანხმა ქერა ახალგაზრდა გოგოც.

-მე კიდევ მოვისმინე რომ საშიშ ხალხია.-წარმოთქვა შავგვრემანმა, ლამაზი შესახედაობის გოგონამ.

-მორჩით ჭორაობას, ჯობია საქმეს მივხედოთ!-გაბრაზებული ტონით წარმოთქვა ახალგაზრდა ბიჭმა.

-კარგი რა ნიკ, ნუ ხარ ეგეთი სერიოზული.-დამცინავად მიუგო ბეატრისმა ბიჭს და მხარი გაკრა. სანამ იზაბელა საქმეში იყო გართული სოფიმ ძალიან მოიწყინა, ამიტომ ცოტა გასეირნება გადაწყვიტა. მართალია დამ გააფრთხილა რომ ოთახში დარჩენილიყო, მაგრამ არაფერი დაშავდება თუ ცოტას გაივლის და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდება. ჩუმად გამოაღო გასახდელის კარები და ფრთხილად გაუყვა დერეფანს, ეშინოდა იზაბელას არ დაენახა თორემ დატუქსვა არ ასცდებოდა. ცოტახანში ლამაზ დარბაზში შეაბიჯა, ისე მოიხიბლა გარემოს თვალიერებით ხალხის ფეხის ხმაც კი ვერ გაიგო.მხოლოდ მაშინ აიხედა ზევით როცა ვიღაცის ძლიერ სხეულს შეეჯახა.

-ძამიკოოოო!-ბედნიერებისგან შეჰყვირა დემიენის დანახვისას პატარამ. ბიჭმა სოფი ხელში აიტაცა.

-პატარავ აქ რას აკეთებ?-დაინტერესებულმა ჰკითხა სოფის და თან გარემო მოათვალიერა, იქნებ სადმე იზაბელა დაენახა.

-ძამიკო იცი დღეს იზაბელამ მითხრა რომ ნაყინის საჭმელად წამიყვანდა, იცი როგორ გამიხარდაა? მერე კი დაურეკეს და უთხრეს რომ სამსახურში უნდა მისულიყო, მეც აქ წამომიყვანა, ძალიან მეწყინა და გავებუტე.-ერთი ამოსუნთქვით მოუყვა ყველაფერი უფროს ძმას, ბიჭმა კი გულიანად გაიცინა დის ასეთ ტიტინზე.

-აღარ მოდიხარ?!-სანახაობით დაღლილმა, მაღალმა ბიჭმა მკაცრად მიმართა დემიენს, საპასუხოდ კი მკაცრი მზერა მიიღო. დემიენი და სოფი ოთხ ბიჭთან და რამდენიმე დაცვასთან ერთად გაემართა მაგიდისაკენ.

-ბავშვი მოაშორე აქედან! სერიოზული საქმე გვაქვს.-ღრენით მიმართა ქერამ.

-პრინცესა, დაიკო სად არის?-ბიჭის სიტყვები დააიგნორა დემიენმა და სოფის ღიმილით ჰკითხა.

-არ ვიცი, მითხრა რომ დავლოდებოდი, მე კი გამოვიპარე.-თავჩახრილმა უპასუხა გოგონამ. მოულოდნელად იზაბელა გამოჩნდა, სოფის დანახვაზე კი ამოისუნთქა, როცა გასახდელში ვერ იპოვა ძალიან ანერვიულდა ეგონა დაიკარგა. სწრაფად გამოართვა ბავშვი ძმას, ისე რომ ბიჭისთვის არც შეუხედავს და ანერვიულებულმა გულში ჩიკრა პატარა სხეული.

-სად იყავი? ძალიან ვინერვიულე, მეორედ ეგრე აღარ მოიქცე!-პატარას დატუქსვა დაიწყო იზაბელამ.

-ბავშვსაც კი ვეღარ უვლი!-მკაცრად გადახედა დემიენმა დას. მხოლოდ ამის შემდეგ შეათვალიერა გოგონამ გარშემომყოფები, დემიენი, ადრიანი, მარკი, რამდენიმე დაცვა და ორი სიმპატიური ბიჭი დაინახა, რომლებიც ინტერესით შესცქეროდნენ. მეტად არ მოეწონა სიტუაცია, კარგად დაკვირვების შემდეგ კი ერთ-ერთ ბიჭს იარაღი დაუნახა და შეშინებულმა შეხედა თვალებში, ბიჭიც ეშმაკური ღიმილით უტიფრად უყურებდა გოგონას ათრთოლებულ სხეულს. იზაბელა მეტად დაძაბა ბიჭის ასეთმა მზერამ და მალევე მოაშორა თვალი.

-აქ რა ხდება?-ხმის კანკალით იკითხა გოგონამ და სოფი მეტად მიიკრა სხეულზე.

-დროზე წადი აქედან!-თითქმის ყვირილით მიმართა დემიენმა დას. ხმამაღალი ხმის გამო იზაბელას სახეზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა. კარგად აღიბეჭდა მის სახეზე წყენა, არ მოელოდა ასეთ დამცირებას ძმისგან. გაბრაზებული და შეშინებული უკანმოუხედავად გაიქცა სახლში. მთელი გზა ტიროდა და ძლიერად ჰყავდა მიხუტებული სოფის მძინარე სხეული. როგორც კი სახლამდე მივიდა მაშინვე, საწოლში ჩააწვინა გადაღლილი სოფი, შუბლზე აკოცა და თვითონ დემიენს დაურეკა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რამაც მეტად აანერვიულა იზაბელა. იქვე მდივანზე მოთავსდა, თავი მუხლებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა. ვერ ხვდებოდა ძმის ხმამაღალ ტონზე ეტირებოდა, თუ შიშის გამო. ვერ გაეგო რა საქმე ჰქონდა მის ძმას იარაღიან ხალხთან, ან შიძლება ჰქონდა კიდეც?!

4
lock

იზაბელამ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ერთი წამითაც კი ვერ მოხუჭა თვალი. უკვე აღარ ახსოვს რამდენჯერ დაურეკა დემიენს, მაგრამ ტელეფონი ყოველ ჯერზე გამორთული ჰქონდა. რაც მეტი დრო გადიოდა მით მეტად უმატებდა ნერვიულობას, არ იცოდა რა მოემოქმედებია, დახმარებას ვერავის სთხოვდა, ამიტომ ერთადერთი რისი გაკეთებაც ახლა შეუძლია ლოდინა. ისიც მდივანზე საწყლად მოკუნტული, მოუთმენლად ელოდა მისი ძმის გამოჩენას, ან თუნდაც ტელეფონის ზარს. გამთენიის ექვს საათზე ნერვიულობისა და ტირილისგან გადაღლილს ჩაეძინა, ნელ-ნელა კი მზის სხივებმა შემოაღწია ოთახში და გოგონას გაყინულ სხეულს დაეფინა. იზაბელა არც ძილის დროს არ იყო მშვიდად, საშინელი კოშმარები ესიზმრებოდა რაც შნაგანად ტანჯავდა, მის ისედაც განადგურებულ გულს მეტად აუბედურებდა. სად იყო ამ დრომდე დემიენი? რას აკეთებდა? ნუთუ დაზე არც უფიქრია, ნუთუ ერთი ესემესის ღირსადაც არ ჩათვალა? რომ მოეწერა "კარგად ვარ" იქნებ მშვიდად დაეძინა ცხოვრებისაგან გატანჯულ პატარა გოგონას, მაგრამ იყო კარგად?! ესეც არავინ იცის, იქნებ რამე მოუვიდა......ვიღაც კარებს გასაღებს არგებს, ატრიალებს, ფრთხილად იღება კარი, მისი გამაყრუებელი ჭრაჭუნის ხმა სამარისებულ სიჩუმეში იფანტება...მამაკაცის სისხლიანი სხეული გოგონასკენ ჩუმი ნაბიჯებით მიიწევს, ერთხანს ინტერესით უცქერს მის აფორიაქებულ სახეს, ამჩნევს ჩაწითლებულ თვალებსა და სიცივისგან გალურჯებულ ხელებს, რომელიც გულზე აქვს დასვენებული, ფერი სულ დაჰკარგვია გოგონას მშვენიერ სახეს. სულისშემძვრელი სანახავია იზაბელა ასეთ მდგომარეობაში. მისი უნიკალური ნაკვთები ახლა უსიცოცხლოა. ბიჭი ფრთხილად ახებს ხელს გაყინულ სახეზე, ოდნავ არხევს შესაფხიზებლად, იზაბელა იშმუშნება, თვალებს ახამხამებს, ბიჭის დანახვაზე კი ცრემლი უგორდება სათუთ ლოყაზე. დემიენი ხელის ნელი მოძრაობით აშორებს ცრემლს და ფრთხილად კოცნის ლოყებზე, შეშუპებულ თვალებზე, ხელებზე...-გთხოვ ნუ ტირი.-განადგურებული წარმოთქვავს ბიჭი და ცრემლებს ვეღარ იკავებს, იცის როგორ მოქმედებს მის დაზე იარაღი.შვიდი წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბავშვები იყვნენ ხშირად თამაშობდნენ დამალობანას. ერთ დღესაც სახლში მარტო დარჩენილმა იზაბელამ გადაწყვიტა მამას კაბინეტში დამალულიყო, რადგან დარწმუნებული იყო ძმა მას ვერ იპოვიდა და გამარჯვებულიც თვითონ იქნებოდა. მოულოდნელად ოთახში იარაღიანი კაცები შემოცვივდნენ და ძიძას პირდაპირ თავში ესროლეს, ამის დანახვისთანავე პატარა იზაბელას განწირული კივილი აღმოხდა, რის გამოც მისი ადგილსამყოფელის დადგენა სამი შეიარაღებული მამაკაცისთვის მარტივი აღმოჩნდა, შემდეგ იყო შეხება, ტკივილი,ტირილი...მერე კი სიბნელე...ამის შემდეგ იზაბელა მუდმივ სტრესში იმყოფებოდა. ექიმები იძულებულები იყვნენ ყოველდღე დამამშვიდებელი გაეკეთებიათ განადგურებული გოგონასათვის, რადგან გაღვიძების შემდეგ კანკალი ეწყებოდა და არაადამიანური ხმით ტიროდა, მისი გაჩერება შეუძლებელი იყო დამამშვიდებლის გარეშე. დროთა განმავლობაში ფსიქოლოგებისა და ოჯახისწევრების დახმარებით გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ შვიდი წლის შემდეგაც აქვს პანიკური შეტევები, რომელიც მუდმივად უხსენებს თავს როცა სტრესშია, ან იმ საშინელი ინციდენტის გახსენებას რაიმე ფაქტორი აიძულებს. დიდხანს ეძებდნენ იმ ხალხს მაგრამ მათი კვალი გაქრა წავიდნენ და თან წაიღეს გოგონას სათუთი სული...-ჩემო ცხოვრება, გთხოვ არ გინდა!-შეშფოთებული ამბობს ბიჭი როცა გოგონას აკანკალებულ სხეულს ხედავს და მაგრად ეხუტება პატარას, გოგონა კი გულამოსკვნილი ტირის. ერთხანს ჩახუტებულები არიან შემდეგ კი დემიენს მისთვის დამამშვიდებელი მოაქვს, ფაქიზად შეჰყავს ინექცია გოგონას ყელში, იზაბელასაც ანგელოზივით ეძინება ძმის მკლავებში. დემიენს ნელა აჰყავს ხელში როგორც ფაიფურის თოჯინა, თითქოს ეშინია არ გატყდეს მისი დატანჯული, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი გული, თბილ საწოლში აწვენს, საბანს უსწორებს, შუბლზე კოცნის, ოთახიდან გადის და იზაბელას თავის სიზმრებთან ერთად ტოვებს.

-----------------------------------------------------------

გთხოვთ დაავოუთეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ფიკთან დაკავშირებით.

Continue ReadingView All Chapters

You may also like

Stuck With The Mafia
Stuck With The Mafia
Mafia·KirstyRea
"I'm going to let go and your not going to scream or try to run, you understand?" He said, his voice was deep and he sounded dangerous I knew I had to listen to him I didn't want to speak so I simply just nodded yes. "Answer in words Ellie" he commands as he slightly removed his hand from my mouth "H-how do y-you k-know my n-name?" I asked, it came out more as a whisper and I'm surprised he heard it "I know lots of things" he said...... The description is not that great but please give my story a chance Also I don't own any of the photos in this story!!! This story had some curse words but nothing too severe!
count9,015,628
Madam Mafia
Madam Mafia
Mafia·anonymousteengirlxo
Rose Amor is the school nerd. She wears big black glasses and keeps her long black hair in a ponytail. She stays out of drama and keeps to herself. She knows that's the only way to hide from her past, so she's happy like that. No risks = no trouble. Ryder Brown is the school's new student, soon to be the schools, bad boy. He wears his pants low, fights anyone who starts anything with him and uses girls like he uses tissues. Running one of the world's most powerful gangs, he doesn't care. So what happens when Rose and him meet? What happens when the nerd gets bold and the bad boy gets possessive? Formerly known as 'My Bad Boy' *not cliche at all **a book for not normal people. ***Like normal people won't like this. I think. Highest rank: #2 teen fiction #1 teen #1 drama #18 romance. #1 nerd #1 badass #1 youngadult #6 humor #32 love
count13,809,416
The Mafia King ✔ [The Mafia Chronicles #1]
The Mafia King ✔ [The Mafia Chronicles #1]
Mafia·MarieCurie023
[Completed novella: Imperial Monarchy- starting from chapter 63 where the mafia king ended.] A/N: besties, if u choose to read this story, know that this story is being edited, read at your own risk! I warned you! --------------------------------------- i had to look up at him since he was so close to me. i backed up hitting the wall, his body pressed on mine. "you want to know why i get all worked up when i see other guys around you? do you want to know why i get so angry when you treat other guys so innocently?" i nodded my head he groaned & ran a hand through his hair "you really are clueless aren't you!" when i didn't reply he spoke again "because you make me feel things aurora! i cant control myself! every time i see another guy around you i want to rip them to shreds!" he yelled "why on earth would you feel things?! you don't even like me Leo!" i retorted "I DO!" --------------------------------- an angel meets a devil. They both were so different yet so similar. In the end they both learned the same lesson; that Love is a strength not a weakness. this story is set in a Dystopian era Where Mafias, Gangs & Mobs gained control over everything. They flipped the world upside down creating their own system. the only way to survive is to abide by their rules. Aurora Amherst. a 21 year old girl. Kind, compassionate and has a strange sense of humor. Enjoys hacking for fun. isn't scared to speak her mind. Leonidas Gambino. Leader of the Sicilian Italian Mafia; the strongest mafia on this earth. He is brutal, violent and without an ounce of mercy in his body. He is the description of the devil. He controls everything from the down low. what happens when she hacks into his Mafia's system "accidently"? This is their story. ~TW: contains dumbass M.C Very toxic, bipolar but hot love interest lastly, fights with google translate Note: there's no smutt (this story is PG)
count13,173,598
The Mafia Bride ♡
The Mafia Bride ♡
Mafia·LovelyShifah
Catalaiya Snyder, a 23 years old businesswoman was obligated to have an arranged marriage to a guy named Mason Mcbelt. She hated the idea of arranged marriage and always dream about a love marriage but unfortunately, she didn't have the best luck in love. She tried dating but it didn't work out for her. She eventually gave up and accepted her parents request to get an arranged marriage. Little did she know that she will be known as the Mafia Bride. Aziel Alvaro, a 26 years old Mafia Leader and a businessman was forced to commit to a deal that he thought he avoided. Aziel was known for his cold, intimidating and fearful aura. Angry and pissed, he made sure that she knows that it was just a deal. Misunderstanding and poor communication can make things worst. Follow their journey to see how they cop when they each found out that they were both stuck in this together. WARNING ⚠️: Grammatical Error; Read at your own risk. ⚠: Family-Friendly
count12,507,423
The Mafia's Doctor
The Mafia's Doctor
Mafia·aTouchOfRomance
[edited version of Doctor for the Mafia] Ila Archer was a doctor working at one of the best hospitals in New York. She loses her license and ability to practice due to, as punishment, taking full responsibility for the 'walking patient' incident. After a full month, Ila runs into the 'walking patient'. Knowing her situation caused by his actions, he offers a once in a lifetime opportunity. ----- "Look, you're a doctor-" He started. "Was." I corrected. "I was a doctor." "You can still be," he said, running his fingers through his dark hair. "Look, you can work for us, and I'll pay triple the amount you were earning at that lousy hospital." "Us?' I asked. Who was he? How exactly does he plan on paying me triple? He grabbed my wrist and pulled me inwards. My face inches away from his chest. With his free hand, he was gently tucking my hair behind my ear. His breath tickled my ear as he whispered two words that sent shivers down my back. "The Mafia."
count11,017,432
Mafia's Princess
Mafia's Princess
Mafia·sunflowr03
Victoria Smith had always been a shy girl, as no one really cared about her. She felt like she had no one in the world (well, except for her cat). One night, she finds that maybe that loneliness was about to end. "What are you doing out here all by yourself?" -Please-, take a look at the TAGS before reading. This is a DDLG story.
count10,120,621

Popular Recommendations

Other